ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ კამალა ჰარისი აშშ-ის „ძალიან კარგი პრეზიდენტი“ იქნება

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ „ დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი კამალა ჰარისი შეერთებული შტატების ძალიან კარგი პრეზიდენტი იქნება. ამის შესახებ მან ტელეარხ Sat 1-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც სააგენტო DPA ციტირებს.

შოლცმა თქვა, რომ ის ჰარისს „კარგად იცნობს და ის, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი პრეზიდენტი იქნება“, თუ 2024 წლის ნოემბრის არჩევნებში გაიმარჯვებს.

„კამალა ჰარისი არის ძალიან კარგი პოლიტიკოსი, რომელიც დაიცავს იმას, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია,  ატლანტის ოკეანის გაღმა, აშშ-სა და ევროპას შორის, აშშ-სა და გერმანიას შორის, კარგი თანამშრომლობა გაგრძელდება“, – დასძინა შოლცმა.