რუსეთში შეიქმნება სამხედრო დაჯგუფებები „კურსკი“, „ბრიანსკი“ და „ბელგოროდი“

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში შეიქმნება სამხედრო დაჯგუფებები „კურსკი“, „ბრიანსკი“ და „ბელგოროდი“. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა განაცხადა, დაჯგუფებებმა სასაზღვრო ტერიტორიებზე მოსახლეობა უნდა დაიცვან უპილოტო საფრენი აპარატების და სხვა საშუალებების შეტევებისგან.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში 6 სამხედრო დაჯგუფება შეიქმნა – „ცენტრი“, „დასავლეთი“, „სამხრეთი“, აღმოსავლეთი“ და „დნეპრი“. ყველა ეს დაჯგუფება უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება.