დონალდ ტრამპმა მკვლელობის მცდელობის შემდეგ პირველი მიტინგი ტყვიაგაუმტარი შუშის მიღმა გამართა

„რესპუბლიკელებიდან“ აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა მკვლელობის მცდელობის შემდეგ თავისი პირველი მიტინგი მხარდამჭერებთან ტყვიაგაუმტარი შუშის მიღმა გამართა. ამის შესახებ სააგენტო AR წერს.

„დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში დეტალურად ისაუბრა ტყვიაგაუმტარი შუშის მიღმა. ტყვიაგაუმტარი შუშებით სპეციალური კედლები შეიქმნა, სნაიპერები კი სახურავზე იყვნენ განთავსებული“, – წერს უცხოური მედია.

სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ლიდერი, ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გამო გააკრიტიკა.

ამასთან, ტრამპმა ბაიდენი და ჰარისი უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამოც გააკრიტიკა.

შეგახსენებთ, აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა უსაფრთხოების ხარვეზებზე პასუხისმგებლობა აიღო,რის გამოც აღნიშნული სამსახურის უფროსმა, კიმბერლი ჩიტლიმ თანამდებობა დატოვა.