ФСБ-მ საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის, CNN-ის რეპორტიორისა და 2 უკრაინელი ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე აღძრა

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა [ФСБ] საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის, CNN-ის რეპორტიორის ნიკ პეიტონ უოლშისა და  ორი უკრაინელი ჟურნალისტის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

რუსული სააგენტოების ცნობით, ФСБ რეპორტიორების შეყვანას საერთაშორისო ძებნილთა სიაშიც გეგმავს.

ჟურნალისტები კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში იმყოფებოდნენ და გადაიღეს რეპორტაჟი, რა ვითარება იყო იქ უკრაინის შეიარაღებული ძალების შესვლის შემდეგ.

იქამდე კი, 17 აგვისტოს რუსეთმა მსგავსი სისხლის სამართლის საქმე აღძრა იტალიელი ჟურნალისტების წინააღმდეგაც, რომლებიც ასევე სუჯაში იმყოფებოდნენ რეპორტაჟის მოსამზადებლად. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი იტალიის ელჩი დაიბარა და საპროტესტო ნოტა გადასცა.