პოლონეთისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრებმა უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილეს

ვარშავაში, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ინდოელ კოლეგას ნარენდრა მოდის შეხვდა.

დონალდ ტუსკი

პოლონეთის მთავრობის მეთაურის თქმით, მან მოდისთან პოლონეთსა და ინდოეთს შორის არსებული ურთიერთობები განიხილა.

„მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრმა თავისი მზადყოფნა დაადასტურა, უკრაინაში ომის მშვიდობიან, სამართლიან და სწრაფ დასრულებას შეუერთდეს. დარწმუნებულები ვართ, რომ ინდოეთს ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

მოდიმ პოლონელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და 45 წლის განმავლობაში პოლონეთში მისი პირველი ვიზიტის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

„მინდა ყველა პოლონელს მადლობა გადავუხადო. ინდოელი ხალხი არასოდეს დაივიწყებს იმ გულუხვობას, ძალისხმევასა და გულთბილობას, რომელიც პოლონეთმა კონფლიქტის დაწყების შემდეგ უკრაინაში მყოფი ინდოელი სტუდენტების დასახმარებლად გამოიჩინა“, – აღნიშნა ნარენდრა მოდიმ.