პუტინი უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მთავრობასთან და უსაფრთხოების ბლოკთან  უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინი

ამასთან, როგორც უკრაინული მედია წერს, კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ რეგიონის რვა სასაზღვრო ოლქი 133 190-მა ადამიანმა დატოვა და 19 376 ადამიანი დარჩა.

ინფორმაციაში ასევე, აღნიშნულია, რომ პუტინმა კურსკის ოლქის მაცხოვრებლებისთვის სმირნოვს 15 ათასი რუბლის გადახდა დაავალა.

მიმდინარე შეხვედრაზე ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ისევე როგორც ბრიანკის ოლქის ხელმძღვანელმა, პუტინს თავდაცვის პოლკების დაფინანსება სთხოვა.