სასტიკი ბრძოლები რამდენიმე მიმართულებით გრძელდება, მოწინააღმდეგე არ წყვეტს რაც შეიძლება მეტი უკრაინის ტერიტორიის დაკავების მცდელობას, – ამის შესახებ უკრაინული მედია ინფორმაციას Deep State-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც DeepState პროექტი იუწყება, რუსებმა დონეცკის რეგიონში ერთდროულად სამი დასახლება აიღეს. საუბარია, კერძოდ, სოფელ ზავიტნეზე.
„ოკუპანტმა აიღო კომიშოვკა, ზავეტნოე და ნოვოჟელანნოე და ნიკოლაევის მახლობლად დაწინაურდა“, – ნათქვამია განცხადებაში.