რუსეთი აშშ-დან მიკროსქემების შეძენას განაგრძობს

რუსეთი ამერიკული მიკროსქემების შეძენას განაგრძობს. მათი გამოყენება სამხედრო და სადაზვერვო მიზნებში შეიძლება მოხდეს. ასეთი დასკვნა გამოიტანეს გამოცემა The Insider-ის მიერ ჩატარებული კვლევის ავტორებმა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

კვლევაში მონაწილე ჟურნალისტები იუწყებიან, რომ შეერთებული შტატებიდან რუსეთში კვლავ ჩადის მიკროსქემები, რომლებიც რაკეტების და დრონების ნავიგაციისთვის გამოიყენება. ამ მიკროსქემებს, ძირითადად, ამერიკული კომპანიები Intel და AMD აწარმოებენ.

მიკროსქემების იმპორტი რუსეთში შესაბამისი ლიცენზიის გარეშე 2020 წელს აიკრძალა, ხოლო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ რუსეთში ნებისმიერი მიკროსქემების შეტანაზე ემბარგო გამოცხადდა. წესით ჩიპების მწარმოებელმა კომპანიებმა უნდა შეამოწმონ, თუ ვინ არის ტვირთის საბოლოო ადრესატი, მაგრამ ამ წესს კომპანიები ხშირად არ ასრულებენ.

რუსეთში ამ ტექნოლოგიების წარმოება არ არსებობს, ამიტომ ის ჩიპებს საზღვარგარეთ ყიდულობს. ამით არა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული კომპანიები, არამედ უბრალო დისტრიბუტორები არიან დაკავებულები. The Insider-ის კვლევის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთში სულ მცირე 336 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების მიკროსქემები ჩაიტანეს.

ერთი თვის წინ გაზეთ Süddeutsche Zeitung (SZ), ტელეკომპანიების NDR და WDR, ასევე ფრანგული გაზეთ Le Monde-ს და უკრაინული პროექტის Trap Aggressor-ის მიერ ჩატარებულ გამოძიების მიხედვით, რუსულმა კომპანია „პრომტეხმა“, რომელიც რუსულ ჯართან თანამშრომლობს, 2023 წელს რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის იმპორტი განახორციელა, რომლის ოდენობამ 8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. სანქციების მიუხედავად, რუსეთში იმპორტი აშშ-დან, გერმანიიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან განხორციელდა.