რუსმა გენერალმა ლაპინმა შეასუსტა კურსკის ოლქის დაცვა უკრაინის შეტევამდე ცოტა ხნით ადრე – WSJ

რუსმა გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე ლაპინმა, რომელიც კურსკის ოლქის უსაფრთხოებას კურირებდა, უკრაინის ოპერაციამდე რამდენიმე თვით ადრე დაშალა საბჭო, რომელიც პასუხისმგებელი იყო დაუცველი სასაზღვრო რეგიონის დაცვაზე, – ამის შესახებ Wall Street Journal-ი იუწყება.

რუსეთის ფედერაციის გენერალ-პოლკოვნიკი

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ლაპინს არ გაუღია კარი რუსეთის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი უცხოური შემოჭრისთვის, მაგრამ მიზეზი იყო ხალხის კრიტიკული დეფიციტი, ისევე როგორც შეცდომა, რომელიც დამახასიათებელია რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობისთვის, რომელიც ხშირად არ აცნობიერებს ბრძოლის ველზე არსებულ რეალობას.

„გაზაფხულზე მოსკოვის მიერ დანიშნული ახალი სამხედრო, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი აცხადებდა, რომ მხოლოდ სამხედროებს აქვთ ძალა და რესურსები რუსეთის საზღვრები დაიცვან. ამ გეგმამ კიდევ ერთი ხვრელი გააჩინა რუსეთის საზღვრის სუსტ თავდაცვაში, რომელიც ამ თვის დასაწყისში ჩამოიშალა, როდესაც უკრაინულმა ჯარმა ელვისებური შეტევა დაიწყო კურსკზე“, – აცხადებს დაზვერვის წარმომადგენელი ანონიმურობის დაცვით.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უცნობია, დაეხმარებოდა თუ არა ლაპინის მიერ დაშლილი უწყებათაშორისი საბჭო (რომელშიც შედიოდნენ სამხედრო ოფიცრები და ადგილობრივი და რეგიონული უსაფრთხოების წარმომადგენლები) მოსკოვის მხრიდან კოორდინირებული პასუხის გაცემას. მაგრამ რეაგირებაზე პასუხისმგებელი ცენტრალიზებული ორგანოს გარეშე, მოსკოვის მცდელობები კიევის ძალების განდევნაზე ჯერჯერობით ქაოტური და არაეფექტური იყო.

მედიის ცნობით, ცალკე აღინიშნა ის ფაქტიც, რომ კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენების დაწყებიდან, რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი საჯაროდ არ გამოჩენილა.

გამოცემა წერს, რომ ლაპინმა იცოდა, რომ უკრაინული ჯარები რუსეთის საზღვრის სიახლოვეს ზრდიდნენ დანაყოფებს. ამის მიუხედავად, კრემლს არ მიუღია რაიმე ზომები, რამაც, წინააღმდეგობის არარსებობის პირობებში, გამოიწვია უკრაინული ძალების სწრაფი გარღვევა კურსკის რეგიონში.

საბოლოოდ, გამოცემის თანახმად, ცუდად შეიარაღებულმა რუსებმა ვერ შეძლეს უკრაინის ჯარების შეტევის შეჩერება, მსუბუქად შეიარაღებული რუსი ჯარისკაცები, რომელთა უმეტესობა წვევამდელია, უბრალოდ ხაფანგში აღმოჩნდნენ.