უნგრეთში უკრაინელი ლტოლვილებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა

უნგრეთში უკრაინელი ლტოლვილებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა. დღეიდან მთავრობის დახმარებას უკრაინის მხოლოდ იმ რეგიონების მცხოვრებლები მიიღებენ, რომლებიც რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალდნენ.

ჩამონათვალში უნგრეთის მთავრობამ 13 რეგიონი შეიყვანა, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა ან დღესაც გრძელდება.

ცნობისათვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უნგრეთში თავშესაფარი 31 ათასმა უკრაინელმა მიიღო.