“პრეზიდენტმა პუტინმა კურსკის ოლქზე თავდასხმაზე პასუხის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო – ყველა მკაცრად დაისჯება” – აშშ-ში რუსეთის ელჩი

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ კურსკის ოლ­ქზე თავ­დას­ხმა­ზე პა­სუ­ხის შე­სა­ხებ, – ამის შე­სა­ხებ ვა­შინგტონ­ში რუ­სე­თის ელჩმა, ანა­ტო­ლი ან­ტო­ნოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

"პრეზიდენტმა პუტინმა კურსკის ოლქზე თავდასხმაზე პასუხის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო - ყველა მკაცრად დაისჯება" - აშშ-ში რუსეთის ელჩი

გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბით, რომ პრე­ზი­დენ­ტმა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მტკი­ცედ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ყვე­ლა მკაც­რად და­ის­ჯე­ბა იმის­თვის, რაც კურსკის ოლ­ქში მოხ­და“, – აღ­ნიშ­ნა ან­ტო­ნოვ­მა.

მისი თქმით, რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე “ბუ­ფე­რუ­ლი ზონა“ არ არის და არც შე­იქ­მნე­ბა. ანა­ტო­ლი ან­ტო­ნო­ვის თქმით, მოს­კო­ვი არ აპი­რებს ვა­შინგტონ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ებს იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ უნდა იმოქ­მე­დოს კურსკის რე­გი­ო­ნი­დან უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გან­დევ­ნის მიზ­ნით.

“ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბუ­ფე­რუ­ლი ზონა არ იქ­ნე­ბა” – გა­ნა­ცხა­და დიპ­ლო­მატ­მა პენ­ტა­გო­ნის პრესმდივ­ნის მო­ად­გი­ლის, საბ­რი­ნა სინ­გჰის და ამ თე­მა­ზე კი­ე­ვის გან­ცხა­დე­ბე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

წყა­რო