პუტინის განცხადებით, უკრაინამ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმა სცადა

რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, უკრაინამ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმა სცადა. ეს განცხადება პუტინმა რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან ონლაინ-შეხვედრისას გააკეთა.

კრემლის ლიდერის თქმით, მოსკოვმა ინციდენტის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აცნობა. პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ სააგენტოს მომხდარზე სათანადო რეაგირება ექნება.