ცხინვალში რუსი სამხედროს ცხედარი იპოვეს

ცხინვალის „შანხაის“ დასახლებაში რუსი სამხედროს ცხედარი იპოვეს. ეს 43 წლის სამხედროა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

სამხედროს ცხედარი ცხინვალის მკვიდრმა აღმოაჩინა, რომელიც ძაღლს ასეირნებდა. წინასწარი შეფასებით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.