ვლადიმირ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის ლიდერის აზერბაიჯანში ვიზიტი განიხილეს და შეხვედრაზე შეთანხმდნ

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა, – ინფორმაციას მედიასაშუალებები სომხეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის ლიდერის აზერბაიჯანში ვიზიტი განიხილეს და შეხვედრაზე შეთანხმდნენ

მათივე ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ლიდერის აზერბაიჯანში განხორციელებულ ვიზიტზე ისაუბრეს.

„სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. რუსეთის პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს გასულ კვირას აზერბაიჯანში ვიზიტის შთაბეჭდილებები გააცნო, რისთვისაც პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ პუტინს“, – აცხადებენ სომხეთის მთავრობის პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, თანამოსაუბრეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შეხვდნენ სომხეთისა და რუსეთის ორმხრივი დღის წესრიგის საკითხების განსახილველად.