ზელენსკი ეროვნული დროშის დღეს: ამ ომში ჩვენ გავიმარჯვებთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 23 აგვისტოს კიევში უკრაინის ეროვნული დროშის აღმართვის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო.

უკრაინის პრეზიდენტი

 

პრეზიდენტმა ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა დაიცავს თავის დამოუკიდებლობას და აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას.

„ამ ომში ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობის, ჩვენი საკუთარი თავისუფლების და ღირსების, საკუთარი უსაფრთხოების, საკუთარი სახელმწიფოს და იმის უფლებისთვის, რომ დამნაშავეებს, რომლებიც მოვიდნენ უკრაინის დასანგრევად და მოიტანეს ნანგრევები ჩვენს სახლში, ნამდვილად ექნებათ ნანგრევები საკუთარ სახლში. უკრაინის ისტორიულმა გზამ და ჩვენი ეროვნული ფერების სულისკვეთებამ გვასწავლა, რომ უკრაინა ძლიერდება და თავის მიზნებს აღწევს მხოლოდ იმ პირობით, როდესაც ჩვენი ხალხი ნამდვილად ერთადაა, ერთიანია ლურჯ-ყვითელი დროშისთვის, უკრაინისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.