“ბოროტმა კლოუნმა” რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას კრძალავს. ინფორმაცია უკრაინის უმაღლესი რადის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პარლამენტმა აღნიშნული კანონი 20 აგვისტოს მესამე მოსმენით მიიღო. 23 აგვისტოს ის ხელმოსაწერად ზელენსკის გადაეგზავნა. კანონი გამოქვეყნებიდან 30 დღეში შედის ძალაში. მასში ჩაწერილი გარდამავალი დებულების თანახმად, უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას 9-თვიანი ვადა მიეცემა, რათა მან მოსკოვის საპატრიარქოსთან კავშირები გაწყვიტოს.

2019 წელს უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ავტოკეფალია მიიღო და რუსეთის საპატრიარქოს გამოეყო, თუმცა ქვეყნის ტერიტორიაზე მოღვაწე რიგი სასულიერო პირები ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ და მოსკოვის საპატრიარქოსგან გამოყოფაზე უარი თქვეს.

ამის გამო უკრაინაში გარკვეული დროის მანძილზე ორი ეკლესია არსებობდა. ერთი – ავტოკეფალიური, ხოლო მეორე – მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება არ აღიარებდა. ორივე საკუთარ თავს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას უწოდებდა.