ჩინეთი და ბელარუსი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

ჩინეთი და ბელარუსი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი შეთანხმება მინსკში ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის, ლი ციანის ვიზიტის დრო შედგა. ინფორმაციას Deucthe Welle ავრცელებს.

კერძოდ, საუბარია ვაჭრობის, უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ფინანსების და სხვა სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებაზე. ყველა ეს პუნქტი ერთობლივ კომუნიკეში ჩაიწერა. ლი ციანი მინსკში ბელარუსის პრემიერ-მინისტრს რომან გოლოვჩენკოს შეხვდა.

ერთ-ერთი შეთანხმება ვაჭრობასა და ინვესტიციებს ეხება. ის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას ითვალისწინებს, ასევე ლიბერალური, გამჭვირვალე და ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შექმნას გულისხმობს.

ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მომავალი წელი იქნება ჩინეთსა და ბელარუსს შორის მეცნიერების, ტექნოლოგიების და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის წელი. ასევე შეიქმნება 5 ცენტრი, სადაც ტრადიციული მედიცინის მიმართულებით თანამშრომლობა მოხდება.