„დემოკრატიული“ პარტია გახდა ომის, ცენზურისა და კორუფციის პარტია – რობერტ კენედი უმცროსი

აშშ-ის პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რობერტ კენედიმ განაცხადა, რომ „დემოკრატიული“ პარტია გახდა ომის, ცენზურისა და კორუფციის პარტია. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

„მოგეხსენებათ, მე დავტოვე ეს პარტია ოქტომბერში, რადგან ის მკვეთრად განუდგა იმ ძირითად ღირებულებებს, რომლითაც მე გავიზარდე“, – აღნიშნა რობერტ კენედი უმცროსმა.

„ის გახდა ომის, ცენზურის, კორუფციის, დიდი ფარმაცევტული კომპანიების, დიდი ტექნოლოგიური კომპანიებისა და დიდი ფულის პარტია. როდესაც პარტიამ უარი თქვა დემოკრატიაზე პრაიმერიზის გაუქმებით, რათა დაემალა მოქმედი პრეზიდენტის კოგნიტიური დაქვეითება, მე დავტოვე პარტია“, – განაცხადა მან.

რობერტ კენედიმ საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობა შეაჩერა და დონალდ ტრამპს მხარდაჭერა გამოუცხადა.

რობერ კენედიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერს „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს.

ტრამპმა მადლობა გადაუხადა რობერტ კენედის მხარდაჭერისთვის.

„მინდა მადლობა გადავუხადო ბობის. ის შესანიშნავი ადამიანია, მას ყველა პატივს სცემს“, – განაცხადა ტრამპმა.