გერმანიის პოლიციამ ზოლინგენში 3 ადამიანის მკვლელობის საქმეზე – 15 წლის ბიჭი დააკავა

გერმანიაში, ქალაქ ზოლინგენში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით 15 წლის მოზარდი დააკავეს.

პოლიციის ცნობით, ბრალდებული ქალაქ დიუსელდორფში დააკავეს. დაკავებული 15 წლის ყირგიზია. ის ლტოლვილთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა.

მედიის ცნობით, თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ბრალდებული  უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე.

პოლიცია ჩხრეკის ოპერაციას რამდენიმე ადგილას ერთდროულად აგრძელებს. სამართალდამცველებს მომხდარის მოტივისა და მკვლელობაში სხვა მონაწილე პირების დადგენა სურთ.