ტყის ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბრაზილიაში, სან-პაულუს შტატში ტყის ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად 30 ქალაქი დაზარალდა.

მედიის ცნობთ, დაღუპულები ერთ-ერთი სამრეწველო ქარხნის თანამშრომლები არიან, რომლებიც ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ.

მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია ,რომ ძლიერი ქარის გამო შესაძლოა ხანძარი სწრაფად გავრცელდეს, ამიტომ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

სან-პაულუს შტატის მთავრობამ ტყის ხანძართან საბრძოლველად სპეციალური საგანგებო კომიტეტი შექმნა