უკრაინა გაიმარჯვებს ამ ომში და თავის ადგილს დაიკავებს ჩვენს ევროპულ ოჯახში – ევროკომისიის პრეზიდენტი

უკრაინა გაიმარჯვებს ამ ომში და თავის ადგილს დაიკავებს ჩვენს ევროპულ ოჯახში, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

„უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინა საღამოს, ჩვენი შენობა უკრაინის დროშის ფერებშია განათებული. პატივს ვცემთ ჩვენი უკრაინელი მეგობრების ურყევ სულისკვეთებასა და მამაცობას. უკრაინა გაიმარჯვებს ამ ომში და თავის ადგილს დაიკავებს ჩვენს ევროპულ ოჯახში. დიდება უკრაინას!“ – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.