ჩრდილოეთ კორეა საკუთარ ჯარს აძლიერებს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეიარაღებული ძალების გაძლიერება და იქ სხვადასხვა ტიპის დრონის აქტიური გამოყენება აქვს დაგეგმილი. საუბარია მოიერიშე, წყალქვეშა და სადაზვერვო დრონების წარმოებაზე. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

კიმ ჩენ ინი თავდაცვის აკადემიას ეწვია და იქ დრონების გამოცდებს დააკვირდა. დრონების კონკრეტული მარშრუტით მოძრაობდნენ და კონკრეტულ მიზნებს ანადგურებდნენ.

კიმ ჩენ ინის თქმით, აუცილებელია დიდი რაოდენობით კამიკაძე დრონების წარმოება, რომლებიც ქვეით ქვედანაყოფებში და სპეციალური დანიშნულების ძალებში იქნება გამოყენებული. ჩრდილოეთ კორეის ლიდერს სურს, რომ მსგავსი დრონების გამოცდა რეალურ საბრძოლო სიტუაციებში მოხდეს.

„ფხენიანი ზრდის ტაქტიკური ომის წარმოების შესაძლებლობას მცირე მანძილის რაკეტების და არტილერიის გამოყენებით, რაც სამხრეთ კორეაზე დარტყმებისთვის არის მიმართული. ასევე ჩვენ დიდ წარმატებას მივაღწიეთ ბალისტიკური რაკეტების და ბირთვული პროგრამის მხრივ“, წერა ფხენიანის ოფიციალური წარმოების ინფორმაციაში.

ჩრდილოეთ კორეაში 300 სამხედრო ქარხანაა, სადაც ნახევარი მილიონი ადამიანი მუშაობს. სამხრეთ კორეელი ანალიტიკოსი, ენჯუნ კიმი ვარაუდობს, რომ სამხედრო პროდუქციის დიდი ნაწილი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში გაიგზავნოს.