“ევროკავშირში ცენზურაა,” “სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია” – ასე ეხმაურებიან “ტელეგრამის” დამფუძნებლის პაველ დუროვის საფრანგეთში დაკავებას

ტაკერ კარლსონი: „პაველმა მაშინ დატოვა რუსეთი, როცა მთავრობა მისი სოციალური მედიის გაკონტროლებას შეეცადა. მაგრამ საბოლოოდ, პუტინი არ აღმოჩნდა ის, ვინც დუროვი საზოგადოებისთვის სიტყვის თავისუფლების მინიჭების გამო დააკავა. ეს იყო დასავლური ქვეყანა, ბაიდენის ადმინისტრაციის მოკავშირე და NATO-ს მგზნებარე წევრი, რომელმაც იგი ციხეში გამოკეტა. პაველ დუროვი დღეს საფრანგეთის ციხეში ზის და  ეს არის გაფრთხილება ყველა იმ პლატფორმის მფლობელისთვის, რომელიც უარს ამბობს მთავრობებისა და დაზვერვის სააგენტოების მიერ სიმართლეზე დაწესებულ ცენზურაზე. წყვდიადი სწრაფად ისადგურებს ოდესღაც თავისუფალ სამყაროში.“

კიმ დოტკომი (Megaupload“-ის დამფუძნებელი): „სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმა მწვავდება. „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი საფრანგეთში დააკავეს. დასავლურ სადაზვერვო სამსახურებს სურთ წვდომა „ტელეგრამის“ პირად შეტყობინებებზე. ფრანგული მედიის ცნობით, დუროვს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, თუ მათთან არ ითანამშრომლებს“.

საიმონ გოდეკი: „პაველ დუროვი წინ აღუდგა ევროკავშირის ცენზურას და ახლა ცრუ ბრალდებები ემუქრება ყველაფერში, ტერორიზმიდან პედოფილიამდე – და ყველაფერი „სიტყვის თავისუფლების“ დაცვის გამო.
ვინ იქნება შემდეგი? ილონ მასკი.
ევროკავშირი აღარ არის დემოკრატიული, ის დიქტატურად გადაიქცა“.

რობერტ კენედი უმცროსი: „საფრანგეთმა დააკავა პაველ დუროვი, დაშიფრული, უცენზურო პლატფორმის – „ტელეგრამის“ თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. სიტყვის თავისუფლების დაცვის აუცილებლობა არასოდეს ყოფილა ასეთი აქტუალური.“

ევა ვლაარდინგერბროკი: „ძვირფასო ამერიკელებო, გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება რა ხდება ახლა ევროპაში. გლობალისტური კონტროლი აქ წარმოუდგენლად სწრაფი ტემპით იზრდება.
საფრანგეთმა ახლახან დააკავა პაველ დუროვი, „ტელეგრამის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
გაერთიანებული სამეფო წლების განმავლობაში ბლოკავს საკუთარ მოქალაქეებს მასობრივი მიგრაციის წინააღმდეგ პოსტების წერის „დანაშაულისთვის”.

ამასობაში ევროპელები, იმიგრანტების მხრიდან, ყოველდღიურად აწყდებიან დანით თავდასხმის შემთხვევებს და რადგან მემკვიდრეობითი მედია არაფერს აკეთებს იმის გარდა, რომ იცავს ისტებლიშმენტის ინტერესებს და გვიმალავს სიმართლეს, მათი შემდეგი და მთავარი მიზანი პლატფორმა X-ის აკრძალვა იქნება – ერთადერთი პლატფორმის, სადაც შეგვიძლია ვიპოვოთ და ვილაპარაკოთ სიმართლე.
აშკარაა რას აკეთებენ ისინი და გულწრფელად რომ ვთქვა, ეს ჩვენთვის კარგს არაფერს ნიშნავს, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს „მეორე შესწორება“, რომელიც ტირანიისგან დაგვიცავს.

ამიტომ, გთხოვთ, ხმა გონივრულად მიეცით ნოემბერში. თქვენი და ჩვენი გულისთვის ხმა მიეცით დონალდ ტრამპს.