იემენელმა შიიტებმა ისრაელთან დაკავშირებული უზარმაზარი ტანკერი ააფეთქეს

ე. წ. ჰუსიტები, რომლებიც იემენის ჩრდილოეთ ნაწილს აკონტროლებენ და მათი წინააღმდეგობა ვერც არაბულმა კოალიციამ და ვერც ამერიკულ-ბრიტანულმა ფლოტმა გატეხა, აგრძელებენ წითელ ზღვაში მოძრავ გემებზე შეტევებს. იემენელი შიიტები სამიზნეში იღებენ იმ სავაჭრო გემებს, რომლებიც დასავლეთის ქვეყნების ან ისრაელის სასარგებლოდ ახორციელებენ გადაზიდვებს. ამჯერად ბერძნულ ტანკერს მოხვდა, რომელსაც ტვირთი, სავარაუდოდ, ისრაელისთვის გადაჰონდა. საუბარია 150 ათას ტონა ნედლ ნავთობზე, რომელიც ჰუსიტების მიერ 4 ჭურვით აფეთქებული გემიდან წითელ ზღვაში ჩაიღვარა და ახლა წითელი ზღვა ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშეა.