რუსტემ უმეროვი – უკრაინა დღევანდელ თავდასხმასთან დაკავშირებით რუსეთისთვის პასუხს ამზადებს

უკრაინა ამზადებს პასუხს რუსეთისთვის ჩვენი სახელმწიფოს დღევანდელ მასიურ დაბომბვასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ და დაშავდნენ, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა Facebook-ზე განაცხადა.

„რუსეთმა კვლავ დაარტყა ჩვენს ქალაქებს, დაშავდნენ მშვიდობიანი ადამიანები, დაინგრა სახლები, დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა“, – აღნიშნა მინისტრმა.

უმეროვის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინას გამარჯვებისთვის სჭირდება შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობები და მტრის სამხედრო ობიექტებზე დარტყმაზე შეზღუდვების მოხსნა.

„უკრაინა ამზადებს პასუხებს“, – აღნიშნა უმეროვმა.

შეგახსენებთ, რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით მასიური თავდასხმა განახორციელეს. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აფეთქებების ხმები ისმოდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები. რუსების მიერ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმის გამო, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.