Politico: უკრაინა აშშ-ს რუსული ობიექტების სიას წარუდგენს, რომლებზეც მას შესაძლებლობის შემთხვევაში იერიშის მიტანა სურს

უკრაინის ხელისუფლება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსნებისთვის იმ რუსული ობიექტების სიას წარუდგენს, რომლებზეც კიევს ამერიკული შორი მანძილზე მოქმედების იარაღით იერიშების მიტანა სურს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

უკრაინისთვის ეს იქნება უკანასკნელი მცდელობა დაარწმუნოს ვაშინგტონი, რომ მან ამერიკული იარაღის რუსულ ტერიტორიაზე გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნას. უკრაინელები პირველად არ აწვდიან აშშ-ს რუსული პოტენციური სამიზნეების სიას.

გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ამ კვირას ვაშინგტონში ჩავლენ და ამერიკელ პარტნიორებს სიას წარუდგენენ.

აშშ უკვე რამდენიმე თვეა ამტკიცებს, რომ მის შეიარაღებას შეზღუდვის მოხსნა ომზე სტრატეგიულ გავლენას ვერ მოახდენს, რადგან რუსეთმა მისი მნიშვნელოვანი სამიზნეები, ავიაციის ჩათვლით, საზღვრებისგან შორს განალაგა.

თუმცა, როგორც Politico ამტკიცებს, კიევმა რამდენიმე მნიშვნელოვანი სამიზნე მაინც განსაზღვრა, რომლებსაც ის ამერიკული რაკეტებით მიწვდება. უკრაინის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ახალი სია ამერიკის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს აზრს შეაცვლევინებს.