რუსეთის დუმის სპიკერი – აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბაიდენისთვის „ტელეგრამზე“ კონტროლის დაწესება მნიშვნელოვანია

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბაიდენისთვის „ტელეგრამზე“ კონტროლის დაწესება მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

„იმ მცირერიცხოვან და ამავდროულად უმსხვილეს ინტერნეტ პლატფორმებს შორის „ტელეგრამი“ ერთ-ერთია, რომლებზეც აშშ-ის არანაირი გავლენა არ აქვს. ამავდროულად, ის ბევრ ისეთ ქვეყანაში მოქმედებს, რომლებიც მათთვის საინტერესოა. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბაიდენისთვის „ტელეგრამზე“ კონტროლის დაწესება მნიშვნელოვანია“, – წერს ვოლოდინი„ ტელეგრამის“ არხზე.

შეგახსენებთ, „ტელეგრამის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი საფრანგეთის პოლიციამ პარიზის აეროპორტში შაბათს ღამით დააკავა. პლატფორმა „ტელეგრამმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პაველ დუროვს დასამალი არაფერი აქვს და კომპანიის საქმიანობა ევროკავშირის კანონმდებლობას შეესაბამება. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, დუროვის დაკავება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ წარმოადგენს და მისი დაკავება მიმდინარე სასამართლო გამოძიების ფარგლებში მოხდა. პარიზის პროკურატურის ცნობით, „ტელეგრამის“ დამფუძნებელი კიბერდანაშაულის საქმეზე დააკავეს.