თელ-ავივში მძევლების ოჯახის წევრებმა გზატკეცილი გადაკეტეს და აცხადებენ, რომ „ნეთანიაჰუ მძევლებს მარხავს“

მძევლების ოჯახების წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა თელ-ავივში აიალონის გზატკეცილი გადაკეტეს, – ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსგან მოითხოვენ, მიაღწიოს შეთანხმებას მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბანერები წარწერებით: „არ არსებობს უგუნური შეთანხმება, არამედ მხოლოდ მიტოვება“ და „ნეთანიაჰუ მძევლებს მარხავს“.

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე თვეა, ისრაელი და „ჰამასი“ აწარმოებენ არაპირდაპირ მოლაპარაკებებს, ეგვიპტის, კატარისა და შეერთებული შტატების შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ.