ვლადიმირ პუტინმა ნარენდრა მოდისთან უკრაინაში მისი ვიზიტი განიხილა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი ტელეფონით ესაუბრა ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის, რომელიც ცოტა ხნის წინ უკრაინაში იმყოფებოდა.

„პუტინს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ინდოელ კოლეგასთან, ბატონ მოდისთან. მალე მოგაწვდით დეტალურ შეტყობინებას, სადაც გეტყვით რა განიხილეს ამ საუბრის დროს“, – აღნიშნა პესკოვმა.

თავის მხრივ, ნარენდრა მოდიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან განსაკუთრებული და პრივილეგირებული სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებასა და უკრაინის კონფლიქტზე ისაუბრა.