ზელენსკი – ახლა პუტინთან დიალოგს აზრი არ აქვს

ახლა პუტინთან დიალოგს აზრი არ აქვს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„პუტინთან არა მხოლოდ კომპრომისები, არამედ პრინციპში, დღეს პუტინთან დიალოგი უშინაარსოა, უაზროა, რადგან მას ომის დიპლომატიური გზით დასრულება არ სურს. როგორც ჩანს, ის დიპლომატიურად მზადაა, მაგრამ (ამ შემთხვევაში აუცილებელია) მისთვის ჩვენი მიწის 30%-ის გადაცემა. ვფიქრობ, ამ საკითხში მასთან ერთად თამაში არ შეიძლება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კურსკის ოპერაცია უკრაინას „ძალიან დაეხმარა“, რადგან ამ თემაზე მოსაუბრეთა ხმების რაოდენობა შემცირდა.