გურჯაანში კაცმა ცოლი და კიდევ ორი ადამიანი მოკლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში კაცმა ცოლი და კიდევ ორი ადამიანი მოკლა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, კაცმა ჯერ მეუღლე მოკლა, შემდეგ კი ორ ახალგაზრდას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

Newshub.ge მომხდარის დეტალების გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და ოფიციალურ ცნობებს ელოდება.