სენაკში, მდინარეში 22 წლის ახალგაზრდა დაიხრჩო

სენაკში, მდინარეში 22 წლის ახალგაზრდა  დაიხრჩო.

ადგილობრივების ცნობით, მან წყლიდან ამოყვინთვა ვერ შეძლო.

ამავე  ინფორმაციით, ცხედარი მდინარე ტეხურადან მალევე ამოასვენეს.

უბედური შემთხვევა გუშინ, სოფელ ნოქალაქევთან  მოხდა.

შსს-ს ცნობით,  მომხდარზე გამოძიება  სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.