The Wall Street Journal: მაკრონი პაველ დუროვს Telegram-ის სათავო ოფისის პარიზში გადატანას სთავაზობდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი Telegram-ის თანადამფუძნებელ პაველ დუროვს სთავაზობდა, კომპანიის სათავო ოფისი პარიზში გადაეტანა. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული წინადადებით მაკრონმა დუროვს 2018 წელს მიმართა კონფიდენციალური ლანჩის დროს, როდესაც მისთვის საფრანგეთის მოქალაქეობის მინიჭების საკითხზეც იმსჯელეს.

„ექვსი წლით ადრე, სანამ პაველ დუროვი ფრანგული სასამართლოს გისოსებს მიღმა ამოყოფდა თავს, Telegram-ის დაფუძნებული საფრანგეთში სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სადილობდა.

2018 წელს, ლანჩზე რომლის შესახებაც აქამდე არ იყო ცნობილი, მაკრონმა რუსეთში დაბადებულ დუროვს შესთავაზა, Telegram-ი პარიზში გადაეტანა“, – წერს გამოცემა საქმეში ჩახედულ წყაროებზე დაყრდნობით.

The Wall Street Journal-ის ცნობით, დუროვმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, Telegram-ის გარშემო ამჟამად დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. ვინაიდან მისი დამფუძნებელი, პაველ დუროვი 24 აგვისტოს პარიზის აეროპორტში დააკავეს. დუროვი სისხლის სამართლის კოდექსის 12 მუხლით არის ეჭვმიტანილი და მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი კიბერშეტევებში დუროვის შესაძლო მონაწილეობაა.