Bild: რუსებმა კურსკის ოლქის კორენევოზე კონტროლი დაიბრუნეს

რუსმა სამხედროებმა კურსკის ოლქში კონტრშეტევა განახორციელეს, რომლის შედეგადაც უკრაინელი ჯარისკაცები სოფელ კორენკოვოდან განდევნეს. ინფორმაციას გამოცემა Bild-ი ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, კურსკის ოლქის ერთ-ერთ რაიონში სამი ათასამდე რუსი სამხედრო, უკრაინელების ალყაშია მოქცეული. პარალელურად, სხვადასხვა წყარო იტყობინება, რომ დაკავებულ ტერიტორიებზე უკრაინელები სანგრებს თხრიან და თავდაცვით ნაგებობებს აშენებენ.