დონალდ ტრამპის განცხადებით, მასზე თავდასხმაში გარკვეულწილად ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი არიან დამნაშავეები და თავდასხმისას ღმერთმა გადაარჩინა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მასზე თავდასხმაში დამნაშავე გარკვეულ წილად ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისია. ტრამპი მიიჩნევს, რომ ისი პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ბაიდენის მწვავე რიტორიკის გამო ესროლეს.

ტრამპმა თეთრი სახლი ასევე იმაში დაადანაშაულა, რომ თავდასხმის დღეს მის დაცვას საიდუმლო სამსახურის თანამშრომლების არასაკმარისი რაოდენობა უზრუნველყოფდა.

ამავე ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ თავდასხმისას ის ღმერთმა გადაარჩინა. მან აღნიშნა, რომ ღმერთმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ ამერიკა უყვარს.

„როგორ შეიძლება თქვა, რომ ეს იღბალია, როდესაც გადარჩენის შანსი 20 მილიონიდან 1 იყო. ერთადერთი პოზიცია იყო, რომელშიც შეიძლებოდა ტყვია ამცდენოდა და მე ამ პოზიციაში ვიდექი. ამაში ღმერთი ხელი ურევია, რადგანაც ღმერთს უყვარს ამერიკა და სურს, რომ ჩვენ ქვეყანა დავიბრუნოთ“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპს მეთიუ კრუქსმა 13 ივლისს პენსილვანიაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან შეხვედრის მსვლელობისას ესროლა. გამოძიებამ თავდამსხმელის მოტივი ამ დრომდე ვერ დაადგინა.