გოგა ხაინდრავა პეტერ ფიშერის განცხადებას ეხმაურება

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გამჭვირვალობის კანონის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას ეხმაურება. შესაბამისი გზავნილი მან სოციალურ ქსელში X გამოაქვეყნა.

„ელჩი ფიშერი: „ამ კანონის პირობებში, თქვენ ვერ შეუერთდებით ევროკავშირს, ეს არ განიხილება“. განიხილება. ჰერ ფიშერ! ისევე, როგორც თქვენი, დიპლომატისთვის შეუფერებელი, ფინანსური და პოლიტიკური კავშირები თაღლითობაზე მსჯავრდებულ, პოლიტიკას თავშეფარებულ ხაზარაძესთან!“, – წერს ხაზარაძე.