კულება მოკავშირეებს: რუსეთის რეაქციის ნუ შეგეშინდებათ, ჩვენ არ გვეშინია, დაგვეხმარეთ, მოგვეცით ის, რაც გვჭირდება – ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ კიევის ყველაზე დიდი პრობლემა რუსეთთან ომში არის ის, რომ მოკავშირეებს ეშინიათ უკრაინის მხარდაჭერის გაზრდა კონფლიქტის ესკალაციის შიშით.

კულებამ აღნიშნა, რომ ომს სჭირდება ბევრი რესურსი, ფული, ძალისხმევა, აღჭურვილობა.

„მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემები ყოველთვის ხალხის თავში იწყება. რუსეთის შემოჭრის დაწყებისთანავე ყველაზე დიდი პრობლემა, რაც უკრაინას შეექმნა ის იყო, რომ ჩვენი მოკავშირეების გადაწყვეტილების მიღებაში ესკალაციის შიში დომინირებდა. შეიძლება ეს არ იცოდეთ, მაგრამ ახალი ტიპის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით უკრაინის ყველა მოთხოვნას, თავდაპირველად, უარი ეთქვა“, – აღნიშნა კულებამ.

მან დასძინა, რომ ომის გახანგრძლივებამ დანაკარგი გამოიწვია და უარყოფითი გავლენა იქონია უკრაინის ეკონომიკაზე.

„ნუ შეგეშინდებათ რუსეთის რეაქციის, ჩვენ არ გვეშინია, დაგვეხმარეთ, ჩვენ მოვიგებთ ამ ომს და მერე წავიკითხავთ ისტორიის წიგნებში, იმის შესახებ, თუ როგორ მივიღეთ გადაწყვეტილებები ერთად“, – აღნიშნა უკრაინელმა მინისტრმა.