სამართალი მძიმე ავარია გურიაში – ორი მანქანა ხრამში გადავარდა

ცოტა ხნის წინ,  ავარია მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომართან. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. როგორც “გურია ნიუსს” აცნობეს, შეჯახების შედეგად ავტომანქანები ხრამში გადაცვივდა.

მათივე ინფორმაციით, მძიმედ დაშავდა ორი ადამიანი, მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მათი სიცოცხლის გადასარჩენად, ამ წუთებში, ექიმები იბრძვიან.