საქართველოში შობადობის მაჩვენებელი ბოლო 30 წლის ისტორიულ მინიმუმზეა

საქართველოში შობადობის მაჩვენებელი ბოლო 30 წლის ისტორიულ მინიმუმზეა. აღნიშნულს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები მოწმობს.

კერძოდ, როგორც „საქსტატის“ მონაცემებიდან ირკვევა, 2023 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 40 214 შეადგინა. როგორც „საქსტატის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, ეს მაჩვენებელი 1994 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

შედარებისთვის, საქართველოში 1994 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 57 311 შეადგინა. ქვეყანაში შობადობის ამაზე მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ 2014 და 2015 წლებში დაფიქსირდა, შესაბამისად, 60 635 და 59 249 ცოცხლად დაბადებული ბავშვით.

იხილეთ ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობის 1994-2023 წლების გრაფიკი, სადაც ნათლად ჩანს შობადობის ე.წ. „დამრეცი ღერძი“

შეგახსენებთ, რომ დემოგრაფები ბოლო წლებია აქტიურად საუბრობენ, რომ საქართველოში შობადობის შემცირების მაჩვენებელი საყურადღებოა. ექსპერტების შეფასებით, 2021-2022-2023 წლებში, საქართველოს მოსახლეობა კლებისკენ წავიდა, ვინაიდან შობადობა შემცირდა, ხოლო სიკვდილიანობა გაიზარდა. ამასთან, დემოგრაფების თქმით, ქვეყანაში აუცილებელია სპეციალური დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება, რომელიც მიმართული იქნება როგორც შობადობის გაზრდის, ისე სიკვდილიანობის შემცირებისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობა ეტაპობრივად ძალიან შემცირდება.