სერგეი ლავროვი: კურსკის რეგიონში უგუნურ ნაბიჯამდე რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის მზადყოფნა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ეჭვგარეშე იყო, მაგრამ კურსკის რეგიონში კიევის უგუნური ნაბიჯის გამო, მოლაპარაკება ვერ შედგება. აღნიშნულის შესახებ ლავროვმა სენეგალელ კოლეგასთან საუბრისას განაცხადა.

სერგეი ლავროვი

 

პრეზიდენტმა პუტინმა ბოლო სამშვიდობო წინადადება ივნისში გააჟღერა. ყველა წინა ინიციატივა და შეთანხმება კიევის „რეჟიმმა“ დასავლელი მხარდამჭერების გამო გააფუჭა. რა თქმა უნდა, კურსკის რეგიონში განხორციელებული უგუნური ნაბიჯის შემდეგ, ეს თემა {მოლაპარაკება კიევთან} აქტუალური აღარ არის“, – განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, უკრაინულმა ძალებმა 6 აგვისტოს რუსეთის ფედერაციაში, კურსკის რეგიონზე შეტევა დაიწყეს.

ოფიციალური კიევის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის საზღვრის გასწვრივ ის აკონტროლებს 1000 კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორიას.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კურსკის რეგიონში ოპერაცია სწორედ ისე გრძელდება, როგორც იგეგმებოდა.

„ჩვენი იქ ყოფნის პლაცდარმი სულ უფრო ძლიერდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.