“თანხების მითვისება”- ჩეხეთში ფონდ Help Ukraine-ის დამფუძნებელს ბრალი წაუყენეს

ჩეხეთში პროკურატურამ ფონდ Help Ukraine-ის დამფუძნებელს ვლადიმერ გერგელს ბრალი წაუყენა. ის უკრაინელი ლტოლვილების ინტეგრაციის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხების მითვისებაშია ბრალდებული. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

უკრაინელი ლტოლვილები

ფონდი Help Ukraine-მ ჩეხეთის განათლების სამინისტროსგან მიიღო 20 მილიონი კრონა (თითქმის 900 ათასი დოლარი) მიიღო 2022 წელს გახსნილი საზოგადოებრივი ცენტრის, Roztyly-სთვის, სხვა პროგრამებთან ერთად უკრაინელების მიერ ჩეხური ენის სწავლებაც უნდა მომხდარიყო.

უკრაინელი ბავშვების მიერ საადაპტაციო ჯგუფში კურსას გავლის პირობა იყო, რომ ის უფასო უნდა ყოფილიყო. მაგრამ ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ფონდი მათ მშობლებს ფულს ართმევდა, ხოლო მასწავლებლებს რამდენიმე თვის განმავლობაში ხელფასს არ უხდიდა.

მთავრობისგან სუბსიდიის მიღებიდან მეორე დღეს გერგელმა დედამისის ანგარიშზე 2 მლნ. კრონა გადარიცხა. შემდეგ მან ფონდის ანგარიშიდან 6 მლნ კრონა ნაღდი ფულის სახით გაიტანა და პრაღაში 8 მლნ კრონად ბინა იყიდა.

გერგელს 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ჩეხეთის ხელისუფლებამ მისი ქონება დააპატიმრა, რომლის საერთო ოდენობა 12 მლნ. კრონას შეადგენს.

ჩეხეთში 400 ათასი უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება. ომის პირველ თვეებში ჩეხეთმა 120 ათასი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო, რომელთა შორის ყოველი მესამე ბავშვი იყო.