ავარია ქობულეთში – მანქანა დედა-შვილს ზებრაზე დაეჯახა, დედა გარდაიცვალა

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დედა-შვილი ზებრაზე გადადიოდა, რა დროსაც მათ გზის სავალ ნაწილზე მოძრავი ტაქსი დაეჯახა.

თვითმხილველების ცნობით, დედა-შვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

დაშავებული მოზარდი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. რაც შეეხება ბავშვის დედას, მიყენებული დაზიანებების შედეგად ის გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები და სასწრაფო და სამაშველო ჯგუფების თანამშრომლები იმყოფებოდნენ.