ევროკავშირში იმსჯელეს, უნდა მოეხსნას თუ არა უკრაინას რუსეთზე დარტყმის შეზღუდვა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში შეხვედრისას უკრაინელი მებრძოლებისთვის დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების მიმართულებით შეტევის არსებული შეზღუდვის მოხსნის საკითხზე იმსჯელეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, მათ შორის, განიხილეს უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გარკვეულ დიაპაზონზე შეზღუდვების მოხსნის შესაძლებლობა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი

მისი თქმით, მხარეები შეჯერდნენ, რომ აღნიშნული საკითხი ცალკეული სახელმწიფოების გადასაწყვეტია და ამ მხრივ, ყველაზე ერთი წესი არ უნდა გავრცელდეს.

„საბოლოო ჯამში, დასკვნა იმაში მდგომარეობას, რომ გადაწყვეტილება ცალკეული სახელმწიფოების მისაღებია. წევრ სახელმწიფოებს სურთ, რომ ეს მომავალშიც მათი ინდივიდუალური გადასაწყვეტი იყოს და ყოველი მათგანი ისეთ გადაწყვეტილებას იღებდეს, როგორსაც საჭიროდ ჩათვლის“, – ამბობს ბორელი.