გერმანიაში ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელი ქარხანა, რომელიც უკრაინას ამარაგებდა აფეთქდა

გერმანიის ქალაქ ტროისდორფში ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ ქარხანაში, რომელიც უკრაინას ამარაგებდა აფეთქება მოხდა.

აფეთქება გერმანიაში

როგორც გერმანული მედია იტყობინება, აფეთქების შედეგად ორი კაცი მძიმედ დაშავდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აფეთქების გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება გრძელდება.

პოლიციის ცნობით, ამ დროისთვის დანაშაულის მტკიცებულება არ არსებობს.

აფეთქების ადგილას მეხანძრე-მაშველები, პოლიცია და სამაშველო ვერტმფრენები იყო მობილიზებული.