გიორგი ვაშაძე – დღეს ოპოზიციური და შემდგომში უკვე კოალიციური მმართველობა არჩევნებზე 80%-ს აიღებს

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიაში დონორებს არანაირი წვრილი არ აქვთ, დონორებს ყველაზე დიდი წვრილი საქართველოს განვითარებაში აქვთ.

გიორგი ვაშაძე - დღეს ოპოზიციური და შემდგომში უკვე კოალიციური მმართველობა არჩევნებზე 80%-ს აიღებს

მისივე თქმით, „ქართულ ოცნების“ მიზანია, რომ საქართველო იზოლაციაში მოაქციოს.

„წინასაარჩევნო კამპანიაში დონორებს არანაირი წვრილი არ აქვთ, დონორებს ყველაზე დიდი წვრილი საქართველოს განვითარებაში აქვთ. 10 მილიარდი ლარი, დონორების ფული ახლა იხარჯება საქართველოში იმისთვის, რომ გზები, წყალი გვქონდეს. ამის ნათელი მაგალითია ბათუმი, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. წყალმომარაგების სისტემიდან დაწყებული საკანალიზაციო სისტემით გაგრძელებული, ყველაფერი არის დონორების ფულით გაკეთებული. ამის გაჩერება უნდა ვის? – „ქართულ ოცნებას“, რომ ეს ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს და ქართველ ხალხს სული სიღატაკეში აღმოხდეს“, – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის განმარტებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ქართველ ხალხთან ერთად დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„ჩვენი უახლესი მონაცემებით „ქართულ ოცნებას“ ახლა მაქსიმუმ 20% აქვს, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ქართველ ხალხთან ერთად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, ამ არჩევნებში სრულიად დემოკრატიული სამყარო და დემოკრატიული ოპოზიცია გაიმარჯვებს, ამიტომ ჩვენ ამისთვის ვემზადებით. დღეს ოპოზიციური და შემდგომში უკვე კოალიციური მმართველობა 80%-ს აიღებს. მინიმუმ 80%-ს აიღებს კეთილდღეობა ევროპაში და 20%-ს აიღებს – სიღატაკე იზოლაციაში“, – აღნიშნა ვაშაძემ.