იტალია უკრაინას საკუთარი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებას უკრძალავს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას იტალიური იარაღის გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე უკრძალავს.

ანტონიო ტაიანი

„ჩვენ [უკრაინას] ძირითადად თავდაცვითი იარაღი გავუგზავნეთ, ახლა ჩვენ ახალი Stamp-T ტიპის ბატარეის გაგზავნას ვაპირებთ, რომელიც თავდაცვითი ხასიათისაა და მისი გამოყენება რუსულ ტერიტორიაზე შეუძლებელია. ვიმეორებთ, ჩვენ რუსეთთან ომის პირობებში არ ვიმყოფებით, ნატო რუსეთთან ომის პირობებში არ იმყოფება, ამიტომ იტალიის პოზიცია უცვლელი რჩება. ჩვენი იარაღი უკრაინის ტერიტორიაზე უნდა გამოიყენონ“, – თქვა მან.

ეს განცხადება ტაიანიმ ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე გააკეთა.