მიხაილო პოდოლიაკი – უკრაინა „დრუჟბას“ გავლით რუსული ნავთობის ტრანზიტს შეაჩერებს

1-ელი იანვრიდან უკრაინის ტერიტორიაზე „დრუჟბას“ ნავთობსადენით რუსული ნავთობის ტრანზიტი შეწყდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მიხაილო პოდოლიაკი - უკრაინა „დრუჟბას“ გავლით რუსული ნავთობის ტრანზიტს შეაჩერებს

„გარდა გაზისა, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან მუშაობას „დრუჟბას“ ნავთობსადენიც შეწყვეტს“, – განაცხადა მან.

პოდოლიაკის თქმით, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა – სლოვაკეთი, ჩეხეთი და უნგრეთი -რუსულ ნავთობს ამ ნავთობსადენით ღებულობს, მაგრამ ევროკავშირის რეზოლუციის თანახმად, ამ ქვეყნებმა ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაცია უნდა მოახდინონ და უკრაინის გავლით ტრანზიტი უნდა შეწყვიტონ.

პოდოლიაკის განმარტებით, ეს ეხება გაზსაც და 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ტრანზიტი შეწყდება, თუმცა თუ ევროპის ქვეყნებს ყაზახური ან აზერბაიჯანული გაზი დასჭირდებათ, მაშინ უკრაინა მზად არის მისი ტრანსპორტირებისთვის.