რუსები უტევენ პოკროვსკს და ცდილობენ ალყაში მოაქციონ უკრაინული ძალები – ISW

რუსები ამჟამად უტევენ პოკროვსკს და ცდილობენ ალყაში მოაქციონ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები მირნოგრადსა და გროდოვკას შორის, – ამის შესახებ უკრაინული მედია ომის კვლევის ინსტიტუტზე დაყრდნობით წერს.

 პოკროვსკი

ანალიტიკოსების ცნობით, პირველი ტაქტიკური ოპერაცია ტარდება პოკროვსკის აღმოსავლეთით. ქალაქის გარეუბანში წინსვლისთვის რუსებს ჯერ მირნოგრადის აღება სჭირდებათ.

მეორე ტაქტიკური ოპერაცია ხორციელდება პოკროვსკის სამხრეთ-აღმოსავლეთით. აქ მოწინააღმდეგე ცდილობს გააფართოოს თავისი პოზიციები და აღმოფხვრას დაუცველობა თავდაცვის ძალების კონტრშეტევისთვის.

ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის ფედერაციის სამხედრო სარდლობა, სავარაუდოდ, ორივე ოპერაციას თავად პოკროვსკზე ინტენსიური შეტევითი მოქმედებების დაწყების წინაპირობად მიიჩნევს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ 29 აგვისტოს განაცხადა, რომ ამ მიმართულებით ყველაზე მწვავე ბრძოლები ერთდროულად რამდენიმე წერტილში მიმდინარეობს:

  • გროდოვკას აღმოსავლეთ გარეუბანში (პოკროვსკის აღმოსავლეთით)
  • გროდოვკას სამხრეთ-დასავლეთით  (პოკროვსკის სამხრეთ-აღმოსავლეთით)
  • სელიდოვოს პირდაპირ აღმოსავლეთით მიხაილოვკას მახლობლად (პოკროვსკის სამხრეთ-აღმოსავლეთით

ამავე ცნობით, ბოლო დღეებში ომის შემსწავლელი ინსტიტუტი აკვირდება საოკუპაციო ჯარის წარმატებებს ამ ტერიტორიებზე. ოკუპანტმა ალყა შემოარტყა უკრაინულ პოზიციებს პოკროვსკის სამხრეთ-აღმოსავლეთით და აიძულა შეიარაღებული ძალები უკან დაეხიათ პოზიციებიდან.

ანალიტიკოსების განცხადებით, რუსები, სავარაუდოდ, იმედოვნებენ, რომ ანალოგიურ ეფექტს მიაღწევენ უკრაინის პოზიციების მირნოგრადსა და გროდივკას შორის ალყაში მოქცევის მცდელობით, თუმცა გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა დამპყრობლები შედარებით დიდი წინსვლის ტემპის შენარჩუნებას შედარებით დიდ ქალაქ მირნოგრადსა და მის შემოგარენში.