“საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს ევროინტეგრაციის შესახებ“ – მეთიუ მილერი

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მო­უ­წო­დებს, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზას და­უბ­რუნ­დეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სპი­კერ­მა მე­თიუ მი­ლერ­მა “ამე­რი­კის ხმის” ქარ­თუ­ლი რე­დაქ­ცი­ის კი­თხვა­ზე, წე­რი­ლო­ბით პა­სუხ­ში ისა­უბ­რა.

“საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს ევროინტეგრაციის შესახებ“ - მეთიუ მილერი

  • “რო­გორც უკვე თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­ცხა­დებთ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ქმე­დე­ბე­ბი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მის­წრა­ფე­ბებს და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ დიდი ხნის წინ გა­ცხა­დე­ბულ მი­ზანს, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ და შე­უ­თავ­სე­ბე­ლია იმ დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან, რო­მე­ლიც სა­ფუძ­ვლად უდევს ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში წევ­რო­ბას. მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, პა­ტი­ვი სცეს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­სა და ფუნ­და­მენ­ტურ თა­ვი­სუფ­ლე­ბებს, შე­წყვი­ტოს კრი­ტი­კო­სე­ბის დე­მო­ნი­ზა­ცია და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის სივ­რცის შე­ზღუდ­ვა და და­უბ­რუნ­დეს დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზას“, – აცხა­დებს მი­ლე­რი.

გარ­და ამი­სა, მე­თიუ მი­ლე­რი პა­სუ­ხობს შე­კი­თხვას რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა დაზ­ვერ­ვის გან­ცხა­დე­ბა­ზე, რომ ამე­რი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში “ფე­რად რე­ვო­ლუ­ცი­ას” ამ­ზა­დებს და ბრალ­დე­ბას “კა­ტე­გო­რი­უ­ლად მცდარს” უწო­დებს.

“უფრო მშვი­დო­ბი­ა­ნი, აყ­ვა­ვე­ბუ­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ასა­შე­ნებ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხთან ერ­თად მუ­შა­ო­ბის სა­ა­მა­ყო ის­ტო­რია გვაქვს. ბრალ­დე­ბე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად მცდა­რია. კრემ­ლმა მო­ა­წყო 2008 წლის შეჭ­რა და დღეს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის 20 პრო­ცენ­ტი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია. [კრემ­ლი] აგ­რძე­ლებს სას­ტიკ აგ­რე­სი­ულ ომს უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ. ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ სა­ქარ­თვე­ლოს, რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ“, – აცხა­დებს მე­თიუ მი­ლე­რი.