უკრაინაში დასავლეთ ნილოსის ცხელებით 3 ადამიანი გარდაიცვალა

უკრაინაში დასავლეთ ნილოსის ცხელებით ინფიცირებული 17 ადამიანიდან 3 გარდაიცვალა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინაში დასავლეთ ნილოსის ცხელებით 3 ადამიანი გარდაიცვალა

კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ცნობით, ზაფხულის დასაწყისიდან ამ დიაგნოზით კიევის წმინდა მიხაილის კლინიკურ საავადმყოფოში 17 პაციენტი მკურნალობდა. ექიმებმა სამი ინფიცირებულის გადარჩენა ცხელების მძიმე გართულების – მენინგოენცეფალიტის გამო ვერ შეძლეს.

ინფექციონისტების განმარტებით, უკრაინაში დასავლეთ ნილოსის ცხელების ვირუსი კლასიფიცირებულია, როგორც განსაკუთრებით საშიში და ჯანმო-ს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, IV რისკ ჯგუფს მიეკუთვნება. ინფექციის გადამტანია ზოგიერთი ტიპის კოღო და უკიდურესად იშვიათად შესაძლებელია დაავადებული ცხოველების სისხლით ინფიცირება.